ზუგდიდი-ცაიშის ეპარქიის ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია დილის 07:00 საათზე დაიწყო
სააღდგომო ლიტურგია ზუგდიდი-ცაიშის ეპარქიის ყველა ტაძარში დილის 07:00 საათზე დაიწყო.
სააღდგომო ღვთისმსახურება ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ზუგდიდისა და ცაიშის, ავსტრიისა და გერმანიის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმე შარაშენიძემ ჩაატარა. მან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა მრევლს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„სრულიად საქართველოს ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მკვდრეთით აღმდგარმა ქრისტემან, ღმერთმან დალოცოს სრულიად საქართველო და მთელი სამყარო“, – განაცხადა მეუფე გერასიმემ.
ეკლესიაში მრევლი სპეციალურად მონიშნულ ადგილებზე იდგა და მათ შორის დისტანცია დაცული იყო.