ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ ხმაურია.
გარემოვაჭრეები ზუგდიდში პარლამენტის წევრის, მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას საანგარიშო შეხვედრაზე შესვლას ცდილობენ, თუმცა მათ შენობაში არ უშვებენ.
მერაბ ქვარაიას წარმომადგენელმა ირაკლი ლაგვილავამ პირველ არხს განუცხადა, რომ დარბაზში ადგილი აღარ იყო და დეპუტატი მოგვიანებით აუცილებლად შეხვდება სასახლის წინ შეკრებილ გარემოვაჭრეებს.
დღეს გარემოვაჭრეებს გუბერნატორი ლევან შონია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია შეხვდნენ. მათ აღნიშნეს, რომ ზუგდიდში გარევაჭრობას არ დაუშვებენ.