ზოგად უნარებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტების 87-მა პროცენტმა გადალახა
ზოგად უნარებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტების 87-მა პროცენტმა გადალახა

ზოგად უნარებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტების 87-მა პროცენტმა გადალახა, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განაცხადა.

მისი თქმით, საგამოცდო პროცესს აბიტურიენტების 13 პროცენტი გამოეთიშა.

„დანარჩენი საგნების შედეგები ეტაპობრივად შემდეგი კვირის ბოლომდე ვებგვერდზე სრულად დაიდება. მომდევნო საგნის შედეგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში იქნება. შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება აპელაციის პროცესი. გასაჩივრება აბიტურიენტს 50 ლარი უჯდება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ პასუხი შესწორდება, მას ეს თანხა უკან დაუბრუნდება“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა.