ზიმბაბვეში სამგზავრო ავტობუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა
ზიმბაბვეში სამგზავრო ავტობუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც.
ადგილობრივი გამოცემა New Zimbabwe-ის ცნობით, რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც ცნობილია, შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მოხდა. სამგზავრო ავტობუსში აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც მას ცეცხლი მოეკიდა.
ტრაგედიის ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა გამოძიების პირველადი ინფორმაციით, აფეთქება ერთ-ერთი მგზავრის ბარგში არსებულმა საწვავმა გამოიწვია.