ზიმბაბვეში ოპოზიციის ლიდერი აცხადებს, რომ წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში გაიმარჯვა
ზიმბაბვეში ოპოზიციის ლიდერი აცხადებს, რომ წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში გაიმარჯვა

ზიმბაბვეში ოპოზიციის ლიდერმა, ნელსონ ჩამისამ არჩევნებში გამარჯვების შესახებ განაცხადა. „შესანიშნავი გამარჯვება. ჩვენ გვაქვს შედეგები 10 ათასზე მეტი უბნიდან. ძალიან კარგად ვიმუშaვეთ… ჩვენ მზად ვართ შემდეგი მთავრობის ფორმირებისთვის“, – დაწერა ოპოზიციური „დემოკრატიული ცვლილებების მოძრაობის“ ლიდერმა, სოციალურ ქსელ Twitter-ში.

ზიმბაბვეში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 30 ივლისს სერიოზული დარღვევების და ინციდენტების გარეშე ჩატარდა. აღნიშნული არჩევნები 1980 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ რიგით მერვეა, ყოფილი ლიდერის, რობერტ მუგაბეს გარეშე კი, პირველი.

ოპოზიციის ლიდერის მთავარი კონკურენტი მოქმედი პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვაა. ოფიციალური შედეგები ოთხ აგვისტოს უნდა გამოქვეყნდეს.