ზიმბაბვეს მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
ზიმბაბვეს მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა

ზიმბაბვეს მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. ქვეყნის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ZANU-PF-ს პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა მიიღო და 109 ადგილს დაიკავებს.

ზიმბაბვეს ოპოზიციურ „დემოკრატიული ცვლილებების მოძრაობას“ პარლამენტში 41 მანდატი ექნება. საარჩევნო კომისიას ჯერჯერობით არ დაუსახელებია საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული.

ზიმბაბვეში 30 ივლისს საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები ერთდროულად ჩატარდა. 30 ივნისის არჩევნები იყო პირველი, რომელშიც ყოფილი ლიდერი, რობერტ მუგაბე მონაწილეობას არ იღებდა.