ზიმბაბვეს ახალმა პრეზიდენტმა კერძო კომპანიებისთვის სამთვიანი ამნისტია გამოაცხადა
ზიმბაბვეს ახალმა პრეზიდენტმა, ემერსონ მნანგაგვამ, კერძო პირებისა და კომპანიებისთვის სამთვიანი ამნისტია გამოაცხადა, რა პერიოდშიც მათ შეეძლებათ, საზღვარგარეთ დამალული სახელმწიფოს კუთვნილი ქონება დააბრუნონ.
განცხადებაში ქვეყნის ახალმა ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა მკაცრად დასჯის მათ, ვინც ამ შესაძლებლობით ამნისტიის ამოწურვამდე არ ისარგებლებს.
მნანგაგვას წინამორბედმა რობერტ მუგაბემ პრეზიდენტის თანამდებობა 37-წლიანი მმართველობის შემდეგ, გასულ კვირას დატოვა.
მნანგაგვა ვიცე-პრეზიდენტის პოსტიდან მაშინდელი პირველი ლედის, გრეის მუგაბეს სასარგებლოდ მოხსნეს, რომელსაც ქმრის მემკვიდრედ ამზადებდნენ.
მნგაგვამ ქვეყანა დატოვა, თუმცა მოგვიანებით, მას როგორც გმირს, ისე დახვდნენ. მნანგაგვამ ყველა მოქალაქის სამსახურში ყოფნის პირობა დადო.