ზიგმარ გაბრიელი - გერმანია სკეპტიკურად უყურებს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას
ზიგმარ გაბრიელი - გერმანია სკეპტიკურად უყურებს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინაში ვიზიტის დროს უკრაინაში მიმდინარე პროცესები შეაფასა. ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტი არ არის გაყინული კონფლიქტი და დასავლეთმა კრიზისის აღმოფხვრისა და უკრაინის სუვერენიტეტის დასაცავად ყველაფერი უნდა გააკეთოს.

გერმანიისა და უკრაინის პირველმა დიპლომატებმა აუდიენციის დროს ნორმანდიულ ოთხეულს შორის 2015 წელს მიღწეულ მინსკის შეთანხმებაზე, დონბასში არსებულ ვითარებასა და უკრაინის სუვერენიტეტის აღდგენის პროცესზე იმსჯელეს.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ გაერო-ს სამშვიდობო მისიის მიერ ცეცხლისშეწყვეტის შესახებ მიღწეული ზავის მონიტორინგი ერთ-ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. სწორედ ამ ზავის შენარჩუნებაა მთავარი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გერმანია სკეპტიკურად უყურებს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის ლეთალური იარაღის მიწოდებას, რადგან იარაღით კონფლიქტი არ გადაიჭრება“,  – განაცხადა ზიგმარ გაბრიელმა.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო უკრაინელი ტყვეების გათავისუფლება, რომლებიც რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იხდიან სასჯელს. ზიგმარ გაბრიელი ოკუპირებულ დონბასში ვიზიტსაც გეგმავს, თუმცა უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაძლოა კონფლიქტის ზონაში ჩასვლა უამინდობის გამო გადაიდოს ან გაუქმდეს.