ზიდანმა და მესიმ 2018 წლის მუნდიალის ბურთი წარადგინეს
ზიდანმა და მესიმ 2018 წლის მუნდიალის ბურთი წარადგინეს

მოსკოვში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ოფიციალური ბურთის პრეზენტაცია გაიმართა. ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა, “ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ფორვარდმა ლიონელ მესიმ და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ.

ბურთის სახელწოდებაა – Telstar 18. მისი მწარმოებელია კომპანია Adidas. სახელი შთაგონებულია 1970 (მექსიკა, Telstar) და 1974 (გფრ, Telstar Durlast) წლების ჩემპიონატების ბურთებისგან.