ჟურნალ ”ვოგის”მთავარი თემა თბილისში გამართული მოდის კვირეული და ჯაბა დიასამიძეა

ჟურნალ ”ვოგის”მთავარი თემა თბილისში გამართული მოდის კვირეული და ჯაბა დიასამიძეა.

”ვოგი” ყურადღებას ქართველ დიზაინერ ჯაბა დიასამიძეზე ამახვილებს და მის ბოლო, 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

ყველაზე გემოვნებიანი თბილისელი ქალბატონები თავს ჯაბა დიასამიძის შოუზე იყრიან. მათ უყვართ საფრანგეთში მცხოვრები დიზაინერის გამორჩეული და ინტიმური შოუები.

გამოცემაში ასევე ნათქვამია, რომ დიზაინერმა ჩვეულ ხერხს არ უღალატა და რუსთაველის თეატრის სცენაზე არაპროფესიონალი და ყოფილი მოდელები გამოიყვანა.

“ჯაბა დიასამიძის სამოსი არ არის მხოლოდ სხეულებისთვის, ის პერსონებისთვისაა”, – წერს ”ვოგი”.

სტატიის ავტორი ყურადღებას დიასამიძის მიერ შერჩეულ ერთ-ერთ მოდელზე, ნინი ნებიერიძეზე ამახვილებს.  სტატიაში ნათქვამია, რომ ახალგაზრდა მოდელი გასულ წელსაც ორსულად იყო და ახლაც მეორე ბავშვს ელოდება. გამოცემის თქმით, მოდელს ყოველთვის ისე აცვია, რომ აქცენტი სწორედ მის მუცელზე გაკეთდეს.

Vogue-ს ასევე არ გამორჩენია ახალგაზრდა დიზაინერი ქეთევან მაისაი, რომელიც დიასამიძემ ჯინსებით გამოიყვანა სცენაზე, მერე კი, ამ ჯინსებთან და კორსეტთან ერთად ქვედაბოლო სცენაზე მოარგო.

”ვოგი” წერს რომ ჯაბა დიასამიძემ მისი შოუ ცნობილი სიმღერით ”we are the world”დაასრულა.

ფოტოგალერეა: