„ზღვის ვარსკვლავი 2018“-ის ფარგლებში ბათუმის პორტში თურქული სამხედრო გემები შემოვლენ
შავ ზღვაზე დაგეგმილი სამხედრო-საზღვაო წვრთნების „ზღვის ვარსკვლავი 2018“-ის ფარგლებში, 30 მარტიდან 1-ელ აპრილამდე ბათუმის პორტში შემოვლენ თურქეთის საზღვაო ძალების გემები: „TCG ფათიჰი„ და „TCG ვოლკანი“. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში თურქეთის საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ინფორმაციით, 2 აპრილს საქართველოს სანაპირო დაცვის ერთეულებთან ერთად ჩატარდება სწავლება PASSEX-ი.
ბათუმის პორტში ვიზიტი და სწავლება ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება.