საქართველოში 25 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის დილამდე მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, 26-27 ოქტომბერს ნავარაუდევია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი ქარი, ზღვაზე კი, 4 – 5 ბალიანი შტორმი.
სააგენტო აცხადებს, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.