დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძის ავტომანქანა ავარიაში მოყვა. პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში რამდენიმე წუთის წინ მოხდა. დეპუტატი Toyota Camry-ით ქუთაისიდან თბილისში ბრუნდებოდა.
მისი თქმით, საწინააღმდეგო მხრიდან მოძრავმა სატვირთო ავტომობილმა მართვა დაკარგა და მას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობს საპატრულო პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევაში დამნაშავე მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.