ზესტაფონში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.