ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
საცხოვრებელ სახლში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, რასაც მოყვა ნგრევა.
შემთხვევის დროს სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ორი ქალი მაშველებმა გამოიყვანეს. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. ერთი მამაკაცი კი გარდაიცვალა.
აფეთქებას ხანძარი არ მოყოლია.