ზესტაფონის სასამართლოში თერჯოლაში 11 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ზესტაფონის სასამართლოში თერჯოლაში 11 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ზესტაფონის საქალაქო სასამართლოში თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ბრალდებული ფრიდონ აბჟანდაძის სასამართლო პროცესი  მიმდინარეობს.

ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა. ბრალდებულს ადვოკატი პროცესზე არ ჰყავს.

„მე ვყოფილვარ რაც ვყოფილვარ, ყველაფერი ჩემზე ყოფილა. პირველი რეციდივისტი ვყოფილვარ. წინააღმდეგი არ ვარ პატიმრობის, მაინც არ მინდა სიცოცხლე. როგორც მე და ჩემი შვილი ვიყავით, ისე ბევრი მამა-შვილი ვერ იქნება. მაინც შევხვდებით მე და ჩემი შვილი იქით ძმაკაცურად”, – განაცხადა ბრალდებულმა.

შეგახსენებთ ფრიდონ აბჟანდაძის 11 წლის შვილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში 23 აგვისტოს საკუთარ ეზოში გარდაცვლილი იპოვეს.

2020 წლის 25 აგვისტოს აბჟანდაძეს პროკურატურამ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126′-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 11′.115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) წარუდგინა.