თბილისში, ზემო ვეძისში ოთხი ადამიანი დაჭრეს, – ამის შესხებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, ოთხივე მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – 19-109 მუხლით, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას და 236-ე მუხლით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას.
გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარის დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.