ზემო ვეძისში, დავითაშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ კვირაში დასრულდება
ზემო ვეძისში, დავითაშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ კვირაში დასრულდება

ზემო ვეძისში, დავითაშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ კვირაში დასრულდება.

როგორც პირველ არხს საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ განუცხადა, პროექტის ფარგლებში 2400 კვადრატულ მეტრზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

დავითაშვილის ქუჩაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ ახალი წყალარინების ქსელი მოეწყო და მოწესრიგდა წყლის სისტემა.

გაზის რეაბილიტაციას კომპანია „ჯეუ გრუპი“ აწარმოებს.

გამგეობის ბიუჯეტიდან 300 000 ლარია გამოყოფილი.