ზემო ნიქოზში „კლდის ვეფხვების ფესტივალი“ გაიმართა
ზემო ნიქოზში „კლდის ვეფხვების ფესტივალი“ გაიმართა

სოფელ ზემო ნიქოზში „კლდის ვეფხვების ფესტივალი“ გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივმა, ისე თბილისიდან ჩასულმა პატარა მეკლდეურებმა.

გამარჯვებულები გამოვლინდნენ სამ ასაკობრივ კატეგორიაში, როგორც ბიჭებში, ისე გოგონებში.

ფესტივალის მიზანია ნიქოზის თემში მეკლდეურობის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ხელშეწყობა.

ფესტივალი ნიქოზის მეკლდეურთა კლუბის ორგანიზებით და საქართველოს ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასთვის“ ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.