ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება
ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის შემდეგ სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ გზა შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას.

დეპარტამენტის ცნობით, გზის დიდი ნაწილი ფაქტობრივად დაუსახლებულ ტყიან ზონაში მდინარე ხეორის ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. არსებული გზა გრუნტოვანი იყო, პროექტის შესაბამისად კი გზის სრული რეაბილიტაცია მოხდება და ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება.

„ამ დროისთვის, ზემო იმერეთი-რაჭის გზის მეხუთე მონაკვეთზე მიწის სამუშაოები და საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს. ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ძალიან მნიშვნელოვანია სოციალ-ეკონომიკური თვალსაზრისით. საჩხერე-ონის მარშრუტის სამგზავრო დრო დაახლოებით ორი საათია, ხოლო ზემო იმერეთი-რაჭის ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე ერთი საათით შემცირდება“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.