ზელიმხან ხანგოშვილის საქმის ეფექტიანად გამოძიების მოთხოვნით საქართველოში გერმანიის საელჩოსთან აქცია გაიმართა
ზელიმხან ხანგოშვილის საქმის ეფექტიანად გამოძიების მოთხოვნით საქართველოში გერმანიის საელჩოსთან აქცია გაიმართა.
აქციაზე პანკისის მცხოვრებლები შეიკრიბნენ. ისინი ფიქრობენ, რომ საქმეში მხოლოდ ერთი დამნაშავე არ არსებობს და დამკვეთები და მკვლელობაში დამხმარე პირები უნდა დააკავონ. ასევე, აქციის მონაწილეების თქმით, დამნაშავე რუსეთის ფედერაციას არ უნდა გადაეცეს და ის გერმანული კანონმდებლობით უნდა დაისაჯოს.
აქციის მონაწილეები საგამოძიებო ორგანოებს ხანგოშვილზე 2015 წელს განხორციელებული თავდასხმის საქმის გამოძიებასაც სთხოვენ, რადგან ფიქრობენ, რომ მკვლელობის საკითხი შესაძლოა, ამასთანაც იყოს დაკავშირებული.
ამასთან, აქციის მონაწილეებს საქართველოში გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები შეხვდნენ და განუცხადეს, რომ საქმე ეფექტიანად იქნება გამოძიებული.