საქართველოს ნაკრებმა დღეს საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრა ჩაატარა და პენალტების სერიაში დაამარცხა.
მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართა. აღნიშნული გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრების გამარჯვებას მოქალაქეები თბილისის ქუჩებში ზეიმობენ.