ჟვანიას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა შეჩერდა

თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მერიის ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა შეჩერდა.

როგორც პირველ არხთან საუბრისას დედაქალაქის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა, ქართლოს თეთრაულმა განმარტა, გადაწყვეტილების მიღება მშენებარე კომპანიასთან შეთანხმების საფუძველზე მოხდა.

გაგრძელდება თუ არა ნინო ჟვანიას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, ამაზე გადაწყვეტილებას თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები ობიექტის შესწავლის შემდეგ მიიღებენ.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მშენებლობის მიმდინარეობს იყო ასახული.