ზედა ფონიჭალაში მცხოვრებ 36 ოჯახს საცხოვრებელი ფართები ერთ ლარად გადაეცა
თბილისის მერმა კახა კალაძემ ზედა ფონიჭალაში მცხოვრებ 36 ოჯახს სომბოლურ თანხად, ერთ ლარად საცხოვრებელი ფართები დაუკანონა. კალაძის განცხადებით, თბილისის მერიამ იმ მოქალაქეების პრობლემების მოგვარება დაიწყო, რომელთაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ.
,,სამწუხაროდ, ძალიან ბევრია ასეთი ოჯახი, ვინც წლების განმავლობაში ცხოვრობს კონკრეტულ სცხოვრებელ ფართებში შვილებთან ერთად, თაობები გამოზარდეს და გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებენ ფართების საკუთრებაში დაკანონებას. ჩვენ დავიწყეთ ამ პრობლემის მოგვარება. ძალიან ბევრ ოჯახს მიეცა შესაძლებლობა ფართების დაკანონების. ნახეთ, ამ ადამიანებს რამხელა სიხარული აქვთ, მინდა მიულოცო დღევანდელი დღე. ფართების დაკანონების საკითხთან დაკავშირებით თბილისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება და მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ საცხოვრებელი ფართები საკუთარ თავზე დაირეგისტრირონ”, – განაცხადა კალაძემ.