ზბიგნევ რაუ - ეუთო-ს ლიდერები, მონაწილე ქვეყნების უმრავლესობასთან ერთად, მხარს უჭერენ, რომ უპასუხონ გამოწვევებს, ეს გვაიძულებს, დავტოვოთ კომფორტული სივრცე და დავიცვათ იმპერატიული მიზანი, ადამიანი
იმ მომენტში, როდესაც რუსეთმა უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო, ჩვენი კომფორტი გაუჩინარდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დღეს, ჩვენი შეკრების შემდეგ, ორგანიზაციის მიმართ ასეთი მტკივნეული ნდობა აღდგება. საერთაშორისო ნორმები, რომლებიც დეკადების განმავლობაში ჩვენი მშვიდობიანი თანაარსებობის ჩარჩოს განსაზღვრავდა, ეუთო-ს ფარგლებში და მის მიღმა, დარღვეულია, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ განაცხადა.
როგორც მინისტრმა ეუთო-ს 29-ე მინისტერიალის გახსნაზე განაცხადა, „2024 წლის თებერვლის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოება და მისი ინსტიტუციური ქსელები მუდმივად იტესტებიან აგრესიული რუსეთის მიერ, რომელიც მხარდაჭერილია მინსკის ავტოკრატიული რეჟიმისგან“.
„საერთაშორისო საზოგადოება წინ აღუდგა ამ ტესტს და ამას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ჩატარებული კენჭისყრების შედეგები აჩვენებს, მათ შორის გაერო-ს, ევროსაბჭოსა და ბოლოს ევროპარლამენტის ხმის მიცემის პროცედურები. ჩვენი პა
სუხი ჩვენი წესების მიმართ ასეთ უპატივცემულობასა და ქცევაზე უნდა იყოს დაუყოვნებლივი, მკაცრი, ხმამაღალი და მკაფიო. უპრეცედენტო კრიზისის პირისპირ, მე და ჩემი თავმჯდომარეობა გთავაზობთ, დავიცვათ ეუთო-ს პრინციპები, მისი ინსტიტუტები, აქტივობები, პროექტები და, სულ მცირე, მიღწევები. ჩვენ სხვა მიზანი არ აგვირჩევია“, – განაცხადა რაუმ.
ზბიგნევ რაუს განცხადებით, ეუთო-ს ლიდერები, მონაწილე ქვეყნების უმრავლესობასთან ერთად, მხარს უჭერენ, რომ უპასუხონ გამოწვევებს ღირსეულად, წინ აღუდგენ და დაიცვან ორგანიზაციის ღირებულებები.
„ჩვენს სამოქმედო გეგმას ჰელსინკის ხელშეკრულების სულისკვეთება განსაზღვრავს. ჩვენი ინიციატივები, ევროპის განახლებადი უსაფრთხოების დიალოგი იყო ფორმირებული და ჩარჩოში მოქცეული. რუსეთის ლიდერების იმპერიალისტურმა ამბიციებმა ვითარება იმ წერტილამდე მიიყვანა, როცა უკან დასახევი სივრცე არ არსებობს. ამ ამბიციებმა ოთახში მოლაპარაკებისთვის სივრცე არ დატოვა. როდესაც ბლიცკრიგი არ გამოვიდა, მოქმედება გახდა სასტიკი, მხეცური და არაადამიანური, რასაც ომის დანაშაულისკენ მივყავართ. ჩვენი კანონიერი და ასევე მორალური ვალდებულებაა, შემსრულებლებმა და გადაწყვეტილების მიმღებებმა პასუხი აგონ. ეუთო-ს ლიდერები, მონაწილე ქვეყნების უმრავლესობასთან ერთად, მხარს უჭერენ, რომ უპასუხონ გამოწვევებს ღირსეულად, წინ აღუდგენ და დაიცვან ორგანიზაციის ღირებულებები, პრინციპები და თავად ორგანიზაცია. ეს გვაიძულებს, დავტოვოთ ჩვენი კომფორტული სივრცე და დავიცვათ იმპერატიული მიზანი – ადამიანი“, – განაცხადა რაუმ.