ზაზა თავაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ამ თანამდებობაზე ჩემი დასახელება დიდი პატივი იქნება
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა თუ ჩემს ნომინირებას მოახდენს იუსტიციის საბჭო, ეს დიდი პატივი იქნება, – ასე უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ზაზა თავაძე, საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის კითხვას, ექნებოდა თუ არა სურვილი, წარედგინა საკუთარი კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე.
თავაძე ამბობს, რომ ამ კითხვაზე პასუხი ნაადრევია, თუმცა მისთვის ასეთი გადაწყვეტილება პატივი იქნებოდა.
„პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ჯერ თქვენს კლანჭებს უნდა დავუსხლტე, მერე პარლამენტში უნდა მოვხვდე. შემდეგ როცა წევრი გავხდები, ამის შემდეგაა საუბარი იმაზე, ვინ გახდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. პროცედურებით ასეა გაწერილი. შესაბამისად, მე ვარ ჯანსაღად ამბიციური ადამიანი. თუ იუსტიციის საბჭო, რომელიც ნომინირების ორგანოა თავმჯდომარეობის კანდიდატის, მომავალში ამას დაუშვებს და ამას გადაწყვეტთ, დიდი პატივი იქნება ჩემთვის და მე ამაზე ვიფიქრებ“, – განაცხადა თავაძემ.