ზაზა სოფრომაძე და აკაკი ზოიძე ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებული სკოლის მოსწავლეების მოსანახულებლად მივიდნენ
ინგოროყვას კლინიკაში, სადაც ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებული სამი მოზარდია გადაყვანილი, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მივიდნენ.
ისინი ექიმებს ესაუბრებიან და დაშავებულთა მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან.
ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებული ექვსი მოსწავლე კლინიკებშია გადაყვანილი, სამი მათგანი ინგოროყვას საავადმყოფოში, სამი კი, „ამტელ ჰოსპოტალში“ იმყოფება. ერთ-ერთი მოზარდი ინგოროყვას კლინიკაში საოპერაციოში შეიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა. ინგოროყვას კლინიკაში ჰოსპიტალიზებულ სამივე მოსწავლეს ჭრილობები თავის არეში აქვს.
შემთხვევა ბარათაშვილის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. შენობის ფასადიდან ჩამოვარდნილი მინა არასრულწლოვნებს დაეცა.