ზაზა სოფრომაძე - ჩვენი ხელშეწყობით, 2000-მდე ადამიანი დასაქმდა, მათ შორის 100-ზე მეტი შშმ პირია
ჩვენი ხელშეწყობით, დასაქმდა 2000-მდე ადამიანი, მათ შორის 100-ზე მეტი შშმ პირია, – ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ დასაქმების პროგრამის დეპარტამენტის 2017 წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციაზე საუბრისას გააკეთა.
მისი განმარტებით, პროგრამა წარმატებით ხორციელდება, დეპარტამენტი მუშაობს რამდენიმე მიმართულებით იმითვის, რომ დასაქმების მსურველებსა და დამსაქმებლებს შორის შუამავლის ფუნქცია შეასრულოს. ეს მიმართულებებია “დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებთა განვითარების პროგრამა “ და “სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა.
ზაზა სიფრომაძის თქმით, დეპარტამენტმა საშუამავლო მომსახურების მიწოდების შედეგად 372 ადამიანი დაასაქმა, მომზადება-გადამზადების პროგრამით 463, ხოლო სამუშაო ადგილის სუბსიდირების პროგრამით 22.
ზაზა სოფრომაძე დასაქმებულთა რაოდენიბის გაზრდის მიზნით, დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ რამდენიმე სიახლეზეც აკეთებს აქცენტს.
“წლევანდელი წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან სრულიად ახლებულად ჩამოყალიბდა დასაქმების პროგრამა, როგორც ინსტიტუციურად, ასევე შეთავაზებულის სერვისების მიხედვით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, თანამედროვე, ეფექტური ურთიერთობების დამყარება ბაზარზე არსებულ დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის. მიმდინარე წელი იყო საკმაოდ წარმატებული ამ პროგრამის ფარგლებში, ჩვენი ხელშეწყობით, დასაქმდა 2000-მდე ადამიანი, მათ შორის 100-ზე მეტი არის შშმ პირი. თითქოს ეს რიცხვი დიდი არ არის, მაგრამ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ეს გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი. ასევე, ამ პროექტის ფარგლებში რამდენიმე ეფექტური პროგრამა ამუშავდა. პირველ რიგში ეს არის მომზადება-გადამზადების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ განათლების სამინისტროსთან და ყველაზე უფრო კარგი შედეგები, ჩვენს მიერ გადამზადებულ სამუშაოს მაძიებელებს შორის არის მიღწეული. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ მომავალ წელს ახლებურად ჩამოვაყალიბებთ სოციალურად დაუცველი მოქალაქეების პროგრამებს. ეს პროექტი განხორციელდება ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად და პირველ რიგში ითვალისწინებს სწორედ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის სამუშაოს შეთავაზებას. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი საინფორმაციო ფაზა ახლებურად ჩამოყალიბდება“, – განმარტა ზაზა სოფრომაძემ.
2017 წელს სოციალური მომსახურების სააგენტომ სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად ჩაატარა დასაქმების 14 ფირუმი. დღეისთვის შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა, worknet.gov.ge-ზე სულ რეგისტრირებუია 134 226 სამუშაოს მაძიებელი, ასევე სისტემაში დარეგისტრირებულია 4715 თავისუფალი სამუშაო ადგილი.
დღესვე ღონისძიების ფარგლებში სოციალური მომსახურების სააგენტო საუკეთესო პარტნიორებსა და დამსაქმებლებს დააჯილდოვებს.