ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციები რეგიონებშიც იმართება. ქუთაისში მიმდინარე სოლიდარობის აქციამ ცოტა ხნის წინ პარლამენტთან გადაინაცვლა. აქციაზე ძირითადად სტუდენტები იმყოფებიან, რომლებიც დამნაშავეების კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვენ. აქცია დილით მესხიშვილის თეატრიდან დაიწყო და აქციის მონაწილეებმა შეძახილით – „ნუ მომკლავ“. მათ მამა ექვთიმე სარალიძეც შეუერთდა, რომელიც გარდაცვლილი დათო სარალიძის ნათესავია.
ბათუმში სოლიდარობის აქცია ევროპის მოედანზე იმართება. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ზაზა სარალიძეს უცხადებენ სოლიდარობას და პოლიტიკური ძალები მათ უკან არ დგანან.
ფოთში მიმდინარე აქციაზეც აცხადებენ, რომ ისინი აპოლიტიკურები არიან.
„ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ სარალიძეების ოჯახს“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა ცენტრალური ბულვარიდან პროკურატურამდე მსვლელობა მოაწყვეს. მათ მოუწოდეს ყველა პოლიტიკურ პარტიას, თავი შეიკავონ თემის პოლიტიზებისგან.
აქციები გაიმართა გორსა და რუსთავშიც.