ზაზა სარალიძეს შსს-ს ეზოში უწყების გენინსპექციის უფროსი შეხვდა
ზაზა სარალიძეს შსს-ს ეზოში უწყების გენინსპექციის უფროსი შეხვდა

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამას ზაზა სარალიძეს, რომელიც ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში აქციას მართავს, შსს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი შეხვდა.

შეხვედრის შესახებ ალექსანდრე ხოჯევანიშვილს კომენტარი არ გაუკეთებია. ზაზა სარალიძის განმარტებით კი, მათ ხორავას საქმის მტკიცებულებებზე ისაუბრეს.

ზაზა სარალიძის თქმით, მოგვიანებით შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის უფროსებსა და შს მინისტრ გიორგი გახარიას შეიძლება შეხვდეს.

ზაზა სარალიძე ხორავას ქუჩაზე კონფლიქტში მონაწილე მ.კ.-ს პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. მისი განმარტებით, იქამდე შსს-ს ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს.