ზაზა სარალიძემ ზვიად კუპრავას მიერ პირველი არხის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო
ზაზა სარალიძემ კატეგორიულად უარყო ზვიად კუპრავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მას პირველი არხიდან დაურეკეს, რომ ფილმის გასაშვებად ზაზა სარალიძის საზოგადოებრივ მაუწყებელში მისვლა არის საჭირო, რასაც არხი არ ადასტურებს.
„ეს ულტიმატუმი არავის წამოუყენებია“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზვიად კუპრავამ გააკეთა განცხადება, თითქოს ზაზა სარალიძეს დაურეკეს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, რომ ფილმის გაშვებისთვის საჭიროა ზაზა სარალიძის მოსვლა საზოგადოებრივ მაუწყებელში, რასაც არხი არ ადასტურებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის ინფორმაციით, ფილმი, რომელზეც ზვიად კუპრავა საუბრობდა და, რომელიც შეიძლება ხორავას ქუჩაზე მომხდარ მოვლენებს უკავშირდებოდეს, ამ წუთისთვის მზა სახით არ არსებობს. საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, რომ არ ჰქონია კომუნიკაცია ზაზა სარალიძესთან და თუ ვინმე დაუკავშირდა ზაზა სარალიძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით, ამაზე არხი პასუხისმგებლობას ვერ იღებს.