ზაზა სარალიძემ და მისმა დედამ ინგოროყვას კლინიკა დატოვეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
როგორც ზაზა სარალიძემ განაცხადა, საავადმყოფოდან ისინი პირდაპირ რუსთაველის გამზირზე მივლენ და აქციას შეუერთდებიან.
„აუცილებლად ვბრუნდები აქციაზე. დღეს რაც მოხდა, ამას არ ვაპატიებ. შვილი მომიკლეს, ახლა დედაჩემის მოკვლაც უნდოდათ. მე ვბრუნდები აქციაზე და ვიბრძოლებ იქამდე, სანამ სამართლიანობას არ აღვადგენ. ფაქტობრივად, მთელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჩემი ოჯახის განადგურება და ჩემს ჯანმრთელობას რომ მივხედო რა?“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ზაზა სარალიძე და მისი დედა პარლამენტთან, აქციაზე შეუძლოდ გახდნენ და საავადმყოფოში მათი გადაყვანა გახდა საჭირო.
რუსთაველის გამზირზე არასამთავრობოების ნაწილი ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავს.