თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფება.
მისი ინფორმაციით, შსს-ში მიმდინარე გამოძიებას მტკიცებულებები გადასცა და სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება შეხვედრა, რათა ეს მასალები საქმეს დაერთოს.