ზაზა სარალიძე ადვოკატთან ერთად შსს-ში მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიების მასალებს გაეცნობა.
როგორც ზაზა სარალიძემ განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროში 13:00 საათისთვის არის დაბარებული.
მისი განცხადებით, გუშინ საქმის მასალებს პროკურატურაში უნდა გაცნობოდა, მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო, ვერ მოხერხდა.
ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების მასალების გაცნობის პროცესს დაესწრება პროკურორი.