ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოცხადდა. სარალიძე საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა. მისი განცხადებით, გამოკითხვაზე დღეს დაიბარეს.
სარალიძის თქმით, გამოძიებას მის ხელთ არსებულ სრულ ინფორმაციას მიაწვდის.
როგორც სარალიძემ აღნიშნა, მკვლელობასა და საქმის გაყალბებაში მონაწილეთა გვარებს დაასახელებს.
მას შემდეგ , რაც ხორავას ქუჩის საქმის გამოძიება შსს-მ გადაიაბარა, ზაზა სარალიძე პირველად იკითხება.