თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდა.
საგამოძიებო უწყება ზაზა სარალიძემ კომენტარის გარეშე დატოვა.
ზაზა სარალიძის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, შეხვედრაზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე იყო საუბარი.
“რა განხილვა მიმდინარეობდა, რა ფაქტებთან დაკავშირებით და რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე იყო საუბარი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ. ერთ-ერთი მ.კ.-ის საკითხზე მიდიოდა მსჯელობა, მაგრამ თავს შევიკავებ კონკრეტული პასუხებისგან.”, – განაცხადა ადვოკატმა.
შეხვედრას, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და სახალხო დამცველი ესწრებოდა.