საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზაზა პაპუაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა.
ინციდენტს პარლამენტის შესასვლელ კართან ჰქონდა ადგილი. ნიკა მელიამ და ზაზა პაპუაშვილმა ერთმანეთს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს.
„რაც მისაღები იყო, მიიღო და კიდევ მიიღებს ასეთი უზრდელობისა და უტაქტობის გამო. ჩვეულებრივი პროვოკატორია, მეტი არაფერი. არჩევნები ახლოვდება და არჩევნების აწევა უნდა. დაპირისპირება ნაწილობრივ ფიზიკურად და ნაწილობრივ სიტყვიერად მოხდა. არ ვიცი, ახლა მიზეზი რა იყო. გითხარით, ვინც არის და რაც არის. რაც მითხრა, იმის პასუხი მიიღო. ჩხუბში გამომიწვია, ეგ იყო და ეგ. მერე კიდევ უფრო კარგად გაიგებთ“, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.
ნიკა მელიას განცხადებით, „ზაზა პაპუაშვილს ბევრი რამ შერჩა“.
„არ ვაპირებ დეპუტატად წოდებული პაპუაშვილის ლანძღვა-გინების მოთმენას, რომელსაც ადგილი აქვს დღენიადაგ. ივანიშვილის კალთას ამოფარებულ პაპუაშვილს, ერთი სიკეთე მაინც, რა გაუკეთებია, ორი მოწვევის პარლამენტის წევრია ხელისუფლებიდან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.