ზაზა გაბუნია - საქართველოს პარლამენტი დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობას იწყებს
ზაზა გაბუნია - საქართველოს პარლამენტი დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობას იწყებს

საქართველოს პარლამენტი იწყებს მნიშვნელოვან სამუშაოს, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხილვას, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც ყველა საპარლამენტო სუბიექტი შედის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ განაცხადა.

როგორც ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, პარლამენტი უახლოესი თვენახევრის განმავლობაში განიხილავს მთავრობის მიერ წარდგენილ დეცენტრალიზაციის სტრატეგიად, რათა მაისის შუა რიცხვებში ჰქონდეს ოფიციალურად ჩამოყალიბებული ხედვა.

„დეცენტრალიზაციის სტრატეგია არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რადგან ის ეხება მმართველობის დეცენტრალიზაციას, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონებისა და ქალაქების განვითარებისთვის. სამი მიმართულებით ვიმუშავებთ, ეს იქნება ფისკალური დეცენტრალიზაცია, მუნიციპალიტეტების ფინანსური გაძლიერება, ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებების ზრდა, იმ სერვისების ჩამოყალიბებას, რომელიც მნიშვნელოვანია ადგილზე ჩვენი მოსახლეობისთვის და რეგიონების განვითარებისთვის. ველოდებით აქტიურ სამუშაო პროცესს, რათა პარლამენტს დეცენტრალიზაციის დოკუმენტზე ჰქონდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.