ზაზა გაბუნია - გულწრფელად მიხარია, რომ მერიამ გამონახა გზა კოოპერატივებისგან დაზარალებულთა დასახმარებლად
ზაზა გაბუნია - გულწრფელად მიხარია, რომ მერიამ გამონახა გზა კოოპერატივებისგან დაზარალებულთა დასახმარებლად

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია თბილისის მერიის ინიციატივას ეხმაურება, რომელიც კოოპრატიული ბინთმშენებლობის დაზარალებულების დახმარებას ეხება.

„წლების განმავლობაში გვესმის ეს თემა, როგორც გადაუჭრელი პრობლემა,  რომელმაც დააზარალა ასობით კეთილსინდისიერი ოჯახი. წლებია ეს თემა ღია და აქტუალურ გამოწვევად რჩებოდა თბილისში და გულწრფელად მიხარია, რომ მერიამ ახერხებს ამ მოქალაქეების დახმარებას. ვულოცავ მერიას და კიდევ უფრო მეტად ვულოცავ მოქალაქეებს”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა, რომ ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულებს საკუთრების უფლება აღუდგებათ – თბილისში მშენებლობისთვის 16 ჰექტარი გამოიყოფა. ამ გზით თავდაპირველად 800 და ჯამში 3000 ოჯახი დაკმაყოფილდება.