Golden State Warriors ზედიზედ მეორედ და ბოლო ოთხ წელიწადში მესამედ გახდა NBA-ის ჩემპიონი. ზაზა ფაჩულიას გუნდმა მშრალი ანგარიშით მოუგო ფინალური სერია Cleveland Cavaliers-ს.
სერიის მეოთხე მატჩში ბრძოლა მხოლოდ პირველ ტაიმში მიდიოდა, თუმცა, იქაც თითქმის სულ წინ „გოლდენ სტეიტი“ იყო – „კლივლენდი“ მხოლოდ ოთხჯერ დაწინაურდა მინიმალური სხვაობით. მეორე ტაიმის სტარტზე „უორიორზი“ 11 ქულით გავიდა წინ, მას შემდეგ, სტუმრებს მუდმივად ორნიშნა უპირატესობა ჰქონდათ და საბოლოოდ, დიდი ანგარიშით – 108:85 მოიგეს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე სტეფ კარი გახდა, რომელმაც 37 ქულა (12/27 – თამაშიდან, 7/15 – სამქულიანები), 6 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. სამმაგი დუბლი იყო კევინ დურანტის ანგარიშზე – 20 ქულა, 12 მოხსნა და 10 პასი.
მატჩის ბოლოს, მცირე სათამაშო დრო მიიღო ზაზა ფაჩულიამ – „გოლდენ სტეიტის“ ქართველმა ცენტრმა 2 წუთი და 47 წამი ითამაშა და სეზონის ბოლო მატჩში 2 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა. ფაჩულია NBA-ის ორგზის ჩემპიონია.
კლივლენდი-გოლდენ სტეიტი 85:108
25:34, 27:27, 13:25, 20:22
კლივლენდი: ჯეიმსი (23+7 მოხსნა+8 პასი), ლავი (13+9 მოხსნა), სმიტი (10), ტომპსონი (6), ჰილი (3) -სასტარტო; ჰუდი (10+8 მოხსნა), ნენსი (7+8 მოხსნა+4 პასი), გრინი (5), ჟიჟიჩი (4), ოსმანი (2), კორვერი (2).
გოლდენ სტეიტი: კარი (37+6 მოხსნა+4 პასი), დურანტი (20+12 მოხსნა+10 პასი), ტომპსონი (10+6 მოხსნა), გრინი (9+9 პასი), მაკგი (6) – სასტარტო; იგუოდალა (11), ბელი (4), იანგი (3), უესტი (2), ლუნი (2), ფაჩულია (2), ლივინგსტონი (2).
სერია: 0-4