ზაზა ბოხუა - ბოლო ერთ კვირაში კლინიკებში მიმართვიანობამ იკლო, თუმცა გრძელდება მუშაობა საგანგებო რეჟიმში  
ზაზა ბოხუა - ბოლო ერთ კვირაში კლინიკებში მიმართვიანობამ იკლო, თუმცა გრძელდება მუშაობა საგანგებო რეჟიმში  

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა კლინიკა „ვერე-21ში“ იმყოფებოდა, რომელიც საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, პაციენტებმა დროულად უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს.

მისივე განმარტებით, სკოლებსა და ბაგა-ბაღებში საგანგაშო მდგომარეობა არ არის და დასვენების დღეების გახანგრძლივების აუცილებლობა არ დგას.

„ერთკვირიანი მონაცემების მიხედვით, გვაქვს მიმართვიანობის კლება. ვაგრძელებთ მუშაობას საგანგებო რეჟიმში. არანაირი პრობლემა არ არის პრეპარატ „ტამიფლუსთან“ დაკავშირებით. მარაგები არის, რეგიონებში, ყველა საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში პრეპარატი ხელმისაწვდომია, ეს არის უფასოდ ბავშვებისთვის, პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველი პირებისთვის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის, დანარჩენ შემთხვევაში ქსელშიც საკმაოდ ხელმისაწვდომია“, – განაცხადა ზაზა ბოხუამ.