ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი „13 მაისის თაობის“ წარმომადგენელი ზაურ სვანაძე თბილისის ”დინამოში” დაბრუნდა. 2018 წლიდან ვეტერანი დინამოელი მეორე მწვრთნელის ფუნქციას შეითავსებს და კახი კაჭარავას დაეხმარება.
ის ”დინამოში”და გუნდის დუბლშემადგენლობაში აქამდეც მუშაობდა. იყო საქართველოს ეროვნული, ახალგაზრდული და 19 წლამდელთა ნაკრებების მწვრთნელი და მწვრთნელის ასისტენტი, 2012 წლიდან კი ბაქოს ”ინტერს” (რომელსაც ”კეშლია” დაარქვეს) წვრთნიდა.
შეგახსენებთ, ზაურ სვანაძე ბაქოს “ინტერიდან” ნოემბერში წამოვიდა. მან აზერბაიჯანული გუნდი 2015 წლის ივნისში ჩაიბარა. მიუხედავად იმისა, რომ ”ინტერს” მუდმივად აწუხებდა ფინანსური პრობლემები, სვანაძის ხელმძღვანელობით ორჯერ გავიდა ევროპა ლიგაზე.