ზაურ დარგალი - ყველანაირად ვგმობთ ძალადობას, განსაკუთრებით ჟურნალისტებზე, ეს მიუღებელია
ზაურ დარგალი - ყველანაირად ვგმობთ ძალადობას, განსაკუთრებით ჟურნალისტებზე, ეს მიუღებელია

ყველანაირად ვგმობთ ძალადობას, განსაკუთრებით ჟურნალისტებზე, ეს მიუღებელია, – ამის შესახებ მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა მარნეულში მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, პროვოკაცია და ძალადობა მმართველი გუნდის ინტერესში არ შედის.

„ჩვენ ყველანაირად ვგმობთ ძალადობას, განსაკუთრებით ჟურნალისტებზე, ეს მიუღებელია, თუმცა მე არ მაქვს ინფორმაცია, რანაირად მოხდა. ჩხუბის დროს მომხდარი თემაა. ამაზე შესაბამისი გამოძიება დაწყებულია, თუმცა ჩვენ ყველანაირ ძალადობას ყველა მიმართულებით, ადამიანის წინააღმდეგ ვგმობთ.

ჩვენ არანაირად არ გვაწყობს პროვოკაცია და ძალადობა, ეს არ არის ჩვენი სტილი, ეს არ შედის ჩვენს ინტერესებში“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ფიზიკურად გაუსწორდნენ საქართველოს პირველი არხის ოპერატორს, დამტვრეულია ვიდეოკამერაც. ინციდენტის დროს დაშავდა „მთავარი არხის“ ჟურნალისტიც. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე.