ზაურ დარგალი - მარნეულში 926 ანალიზის პასუხს ველოდებოდით და კორონავირუსზე ყველა მათგანი უარყოფითია
მარნეულის მერის, ზაურ დარგალის განცხადებით, ორი დღის განმავლობაში მარნეულში კორონავირუსზე ჩატარებული 926 ანალიზიდან ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითია.
როგორც ზაურ დარგალმა აღნიშნა, რეგიონში აქტიურად გრძელდება კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია.
„მარნეულში აქტიურად, სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. ვაგრძელებთ საინფორმაციო კამპანიას, ასევე აქტიურად დაიწყო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება წელს მარნეულში. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია დაცულია.
მინდა გითხრათ, რომ გუშინ ჩვენ ველოდებოდით 2 დღის ანალიზების პასუხს და 926-ვე უარყოფითია, რაც ძალიან გვახარებს“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.