ზაქარია ქუცნაშვილი - უსინდისობაა, როცა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ერთგულების ფიცი ოდესის გუბერნატორის თანამდებობაში გაცვალა
ბატონო ნიკანორ, უსინდისობაა, რომ თქვენი წაქეზებით მიხეილ სააკაშვილის პირადი მცველი ახალგაზრდა ადამიანს სცემს თიანეთში და მას ქირურგიული ჩარევა სჭირდება ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენისთვის, – ასე მიმართა დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის წევრს, ნიკა მელიას, რომელმაც შს მინისტრს უნამუსო უწოდა.
„თქვენ ქომაგობთ მოძალადეს. უსინდისობაა, რომ თქვენი წარმომადგენელი მარნეულის საარჩევნო ოლქში სცემს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს და თქვენ ამაზე ხმას კი არ იღებთ, პირიქით, ტელევიზიას ახმართ, რომ მედია ალიბი შეუქმნათ პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენის მიზნით. უსინდისობაა, რომ ქართველ ემიგრანტებს შეხვედრაზე არ უშვებთ და შეკითხვის დასმის სანაცვლოდ მუშტებს უშენთ და თვალებში გაზს ასხურებთ“, – განახცადა ქუცნაშვილმა.
მისივე თქმით, უსინდისობაა, როცა საქარველოს ჰყავს რიგითი ანწუხელიძე, ეროვნული გმირი, რომელმაც ათი კაცის თანდასწრებით ქართულ დროშას ფეხი არ დააბიჯა, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ერთგულების ფიცი გაცვალა ოდესის გუბერნატორის თანამდებობაში.