ზაქარია ბეგლარიშვილმა ესტონეთში კიდევ ერთი გოლი გაიტანა​
ზაქარია ბეგლარიშვილმა ესტონეთში კიდევ ერთი გოლი გაიტანა​

ზაქარია ბეგლარიშვილმა ესტონეთში კიდევ ერთი გოლი გაიტანა. ეს ჩემპიონატის მე-14 ტურში მოხდა, როდესაც ტალინის “ფლორამ” “კურესაარეს” უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა – 2:1.

27 წლის ქართველი ნახევარმცველი “ფლორას” ძირითად შემადგენლობაში იყო და 43-ე წუთზე ანგარიში გახსნა, 66-ე წუთზე კი შეცვალეს. ბეგლარიშვილმა 14 ტურში 13 გოლი დააგროვა და ესტონური მეისტრილიგის ბომბარდირებში მეორე ადგილზეა.

შეგახსენებთ, ქართველი ფეხბურთელი ზაფხულში ესტონური პასპორტის აღებას და ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში თამაშს იმედოვნებს.