„ნარვა ტრანსის” პრეზიდენტი – ქართველები სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ, რაც მაყურებელს ძალიან მოსწონს #1TVSPORT
„ნარვა ტრანსის” პრეზიდენტი – ქართველები სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ, რაც მაყურებელს ძალიან მოსწონს #1TVSPORT

ესტონური კლუბის, „ნარვა ტრანსის” პრეზიდენტმა, ნიკოლაი ბურდაკოვმა გამოცემა North Coast-თან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც კლუბმა ოთხი ქართველი ლეგიონერი დაიმატა.

ახალი სეზონის დაწყებამდე ესტონეთის თასის მფლობელ კლუბთან კონტრაქტები გააფორმეს ცენტრალურმა მცველმა, შალვა ბურჯანაძემ, საყრდენმა ნახევარმცველმა, ვაჟა ნემსაძემ, შემტევმა ნახევარმცველმა, ზაქარია ბეგლარიშვილმა და თავდამსხმელმა სერგო კუხიანიძემ.

„გუნდში ქართველი მოთამაშის დამატებას რამდენიმე უპირატესობა აქვს. ისინი ტექნიკურები არიან და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ, რაც მაყურებელს ძალიან მოსწონს. ვნახოთ, ჩვენთან თავს როგორ გამოიჩენენ“, – განაცხადა „ნარვა ტრანსის” პრეზიდენტმა.

გუნდი ესტონეთის ჩემპიონატის ახალი სეზონისთვის ემზადება. გასულ სეზონში კი ესტონეთის ჩემპიონატში მერვე ადგილი დაიკავა და ქვეყნის თასი მოიგო.