საფეხბურთო ლეგიონი | ჩაკვეტაძემ სლოვაკეთში მორიგი პასი ჩაიწერა - ბეგლარიშვილი ესტონეთის ლიგის ბომბარდირია [ვიდეო] #1TVSPORT

პოლონეთი

პოლონეთის ექსტრაკლასაში ქართველების პოზნანისლეხმა“ მორიგი მატჩი გასვლაზე ზაბჟეშიგურნიკთან“ 2:1 მოიგო. „ლეხის“ ძირითადში მხოლოდ ნიკა კვეკვესკირმა (ყვითელი მიიღო) ითამაშა, ხოლო გიორგი წიტაიშვილი სათადარიგოებში იყო და მოედანზე არ გამოსულა. 12 ტურის შემდეგ „ლეხი“ (21 ქულა) მე-7 ადგილზეა. ლიდეროვსრაკუვი“ (29), სადაც ვაკო გვილია ტრავმის გამო ვერ თამაშობს.

 

სლოვაკეთი

სლოვაკეთის ფორტუნა ლიგაში ბრატისლავისსლოვანი“ „მიხალოვცეს“ ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. ბრატისლაველთა ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს ჯაბა კანკავამ და გიორგი ჩაკვეტაძემ (85-ე წუთზე შეცვალეს), ხოლო გურამ კაშია ამჯერად ვალდიმირ ვაისმა დაასვენა, სათადარიგოებში ჰყავდა და მოედანზე მხოლოდ 90+2 წუთზე შეიყვანა.

სლოვანმა“ მეტოქის კარი 66-ე წუთზე აიღო. ერთადერთი გოლის ავტორი იურაი კუცკაა, რომელმაც, ისევე, როგორც კონფერენს-ლიგის ბოლო ტურში „ბაზელთან“, გოლი გიორგი ჩაკვეტაძის მოწოდებული კუთხურის შემდეგ გაიტანა. გიორგიმ შესანიშნავი თამაში ჩაატარა, თანაგუნდელები მეკარესთან პირისპირ სამჯერ გაიყვანა. ბრატისლაველები 14 ტურის შემდეგ 29 ქულით ლიდერები არიან, მეორეადგილოსან ტრნავის „სპარტაკს“ 4 ქულით ასწრებენ და მარაგში კიდევ ერთი გასამართი მატჩი აქვთ.

 

დანია

დათა ხოჭოლ​​ავამ შეუცვლელად ითამაშა დანიის ჩემპიონატში „კოპენჰაგენის“ შემადგენლობაში, რომელიც სტუმრად „ბრონდბიუს“ დაუზავდა 1:1. მასპინძლები მე-10 წუთზე დაწინაურდნენ, „კოპენჰაგენმა“ კი ანგარიში 90+8-ე წუთზე გაათანაბრა – მოქმედი ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე ქართველის გუნდი 13 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-7 ადგილზეა.

 

ესტონეთი

მორიგი გოლი გაიტანა ზაქარია ბეგლარიშვილმა ესტონეთის ჩემპიონატში და „ლევადიას“ „ტამეკასთან“ რთული მატჩის მოგებაში დაეხმარა – 1:0.

ერთადერთი გოლი ქართველმა ნახევარმცველმა მე-4 წუთზე პენალტით გაიტანა და 20 გოლი დაუგროვდა. სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე „პაიდეს“ თავდამსხმელ რობი საარმას 5 გოლით ასწრებს.