ესტონეთში ბეგლარიშვილის გოლი აპრილის საუკეთესო გოლებს შორის დაასახელეს [ვიდეო] #1TVSPORT

ზაქარია ბეგლარიშვილი ესტონეთის ჩემპიონატის აპრილის საუკეთესო გოლების ავტორებში დაასახელეს – რჩეულები ლიგის ოფიციალურმა გვერდმა შეარჩია.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა 13 აპრილს ტალინის „კალევს“ ეფექტური საჯარიმო დარტყმით გაუტანა და „ნარვა ტრანსს“ ქულა (2:2) მოუტანა.

ბეგლარიშვილი „ნარვა ტრანსში“ ახალი სეზონის დაწყებამდე ჩაირიცხა, ის წლების განმავლობაში ტალინის „ფლორას“ და „ლევადიას“ ლიდერი იყო და ესტონეთის მოქალაქეობა აქვს, რადგან ბალტიისპირელების ეროვნულ ნაკრებში უნდა ეთამაშა, მაგრამ საბოლოოდ, ეს ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ „ნარვა ტრანსში“ ბეგლარიშვილის გარდა, კიდევ სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს – შალვა ბურჯანაძე, ვაჟა ნემსაძე და სერგო კუხიანიძე.