ზაპოროჟიეზე რუსეთის იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, საოკუპაციო ძალებმა დარტყმა ღამით კერძო საცხოვრებელ სახლებსა და სამეწარმეო ობიექტებზე განახორციელეს.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულია ორი ქალი და 11 წლის გოგონა.
იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა სასაწყობე ნაგებობებში. ადგილზე 34 მაშველი და სპეციალური ტექნიკის ექვსი ერთეული მუშაობდა.